გერმანიის მარშალის ფონდის დემოკრატიის დაცვის ალიანსის დირექტორი ლორა თორნტონი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე ოცნების მუქარას აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის განცხადებები "ძალიან არადემოკრატიულია". ამაზე მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
თორტნონი აღნიშნავს იმასაც, რომ მმართველი პარტიის ამ განცხადებებმა დასავლელ პარტნიორებში ყურადღება მიიპყრო.
"ჩვენ მოვისმინეთ ძალიან არადემოკრატიული განცხადებები. ჩემი ცხოვრების განმავლობაში მრავალ ქვეყანაში მიცხოვრია, ასეთი დაპირება არ გამიგია და არ მომისმენია არჩევნების წინ, რომ დემოკრატია უნდა აღმოიფხვრას თურმე. დიქტატორებიც კი ისე აჩვენებენ თავს, რომ მრავალპარტიული დემოკრატია აქვთ ქვეყანაში და ასეთი დაპირება, რომ დემოკრატია დამთავრდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და ადამიანის ნების უგულებელყოფით, რომ პარლამენტში პარლამენტის წევრებს არ შეუშვებს, ეს არის საოცარი რამ. მე არ ვიცი, როგორ განახორციელებენ ამ გეგმას და თუ მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას, მაგრამ თვითონ განცხადება უკვე ძალიან შემაშინებელია.
"ჩვენ უნდა დავასრულოთ დემოკრატია იმისთვის, რომ შევქმნათ დემოკრატია" - ამის მსგავს აბსურდულ განცხადებად შეიძლება შევრაცხოთ ეს ყველაფერი. ამან მიიპყრო პოლიტიკოსთა ყურადღება ბრიუსელიდან დაწყებული ვაშინგტონით დამთავრებული"- თქვა თორტონმა.
[სინქრონული თარგმანი]